воскресенье, 6 марта 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.ვისწავლეთ როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტი,რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.დღეს ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია იყო. თითოეულმა ჩვენგანმა მოვისმინეთ ტრენერისა და კოლეგების უკუკავშირი, რაც დაგვეხმარება ჩვენს შემდგომ საქმიანობაში.

суббота, 5 марта 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით.მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები და რეკომენდაციები.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ,რასაც გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში. დავასრულეთ პტოექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა . მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.

понедельник, 29 февраля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესოდ დაიწყო.გავიხსენეთ ნასწავლი.გავეცანით ინტელის შეფასების რუბრიკებს.დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.მივიღეთ დავალება შემდეგი ტრენინგისთვის.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საშინაო დავალების შემოწმებით დაიწყო. მივიღეთ რეკომენდაციები და შენიშვნები.მუშაობა დავიწყეთ პროექტის შეფასების გეგმაზე,ვიმუშავეთ  ფურცელზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღე აქტიურად დაიწყო.გავიხსენეთ წინა დღის ნასწავლი,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია.გადავედით მესამე მოდულზე.მივიღეთ დავალება,შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთოთ "გუგლდრაივში" და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია


суббота, 20 февраля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო წინა დღის მეცადინეობის გახსენებით.ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები სასწავლო ამოცანებზე და მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები,ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ.დავიწყეთ მუშაობა ვირტუალურ დისკზე.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა: 
 *რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდე ჩემი სოფლის წარსული?

თემატური კითხვა
 *როგორია თითოეული ტოპონიმის ეტიმოლოგია?

შინაარსობრივი კითხვა 
 *რომელი მნიშვნელოვანი ტოპონიმებია სოფელში? *ტოპონიმების რამდენ სახეობას გამოყოფთ?

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა.ბლოგზე დავწერე ჩემი პროექტის იდეა.გავაკეთე კოლეგებთან უკუკავშირი,პროექტის გეგმის შაბლონში გადავიტანე სტანდარტები და ინდიკატორები.ტრენინგის დასასრულს მივიღეთ დავალება  მომდევნო მეცადინეობისთვის.

სასწავლო ამოცანები


სოფელში არსებული მნიშვნელოვანი ტოპონიმების შესახებ ინფორმაციის მოძიება და კლასიფიკაცია.

ჯგუფის მიერ მოძიებული მასალის ანალიზი.

კედლის ელ. გაზეთისა და პრეზენტაციის საშუალებით თემის საზოგადოებისთვის გაცნობა.







суббота, 13 февраля 2016 г.

ჩემი პროექტის იდეა


ქვეყნის სიყვარული იმ ადგილიდან იწყება,სადაც ვიბადებით,გვიყვარს ის გარემო რადგან ჩვენი ცხოვრება იქ დაიწყო,ამიტომ მოსწავლეები სოფელში არსებული მნიშვნელოვანი ტოპონიმების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ უხუცესი ადამიანებისაგან, მოიძიებენ და ჩაიწერენ ლექსებსა და თქმულებებს ჯგუფის წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციას მოახდენენ. გადაიღებენ სურათებს და შექმნიან ფოტოალბომს,ბოლოს გააკეთებენ პრეზენტაციას.

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღე მეტად საინტერესო და აქტივობებით დატვირთული იყო. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის იდეები,დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა,შევქმენით ბუკლეტი.

пятница, 12 февраля 2016 г.

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ტრენინგი მეტად საინტერესოდ დაიწყო. ველოდები, რომ ვისწავლით ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროექტს,რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.